ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

სასწრაფოდ: 16 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამ წუთებში სკანდალური ფოტო ვრცელდება რას ყვება თვითმხილველი

შეგ­ვხვედ­რია, ვნა­ხეთ, რომ ტუ­რის­ტე­ბიც იმ გზით მი­დი­ოდ­ნენ და ჩვენც გა­ვუ­ყე­ვით გზას. როცა გა­ვი­ა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რი, უცებ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ვი­ფიქ­რეთ, რომ ამ­ხე­ლა სა­ვალ­ზე მოგ­ვშივ­დე­ბო­და და ამი­ტომ ლან­ჩის ასა­ღე­ბად ავ­ტო­ბუ­სი­სა­კენ ორი მოს­წავ­ლე მიტ­რი­ალ­და, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლიც უკან გა­მოგ­ვყვა. და­ნარ­ჩე­ნებ­მა ნელა გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა.და­ვი­ნა­ხეთ ხან­ში­შე­სუ­ლი კაცი (რე­ინ­ჯე­რი), რო­მელ­საც ჩვენ­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უქ­ცე­ვია, არა­ფე­რი უკი­თხავს, არა­ფე­რი ურ­ჩე­ვია. შემ­დეგ შევ­ხვდით ჩვენ, რომ­ლებ­საც ლან­ჩი მოგვქონ­და, ჩვენ­თან ერ­თად მყოფ­მა სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ა­ჩე­რა (თვი­თონ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა!) და ჰკი­თხა, უსაფრ­თხო იყო თუ არა ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ორი კვი­რის წინ იყო წყალ­დი­დო­ბა კა­ხეთ­ში და სა­შიშ­რო­ე­ბას ხომ არ წარ­მო­ად­გენ­და იქ ას­ვლა. მის­გან მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ წყალ­დი­დო­ბამ გა­ა­ფუ­ჭა გზე­ბი, გვირ­ჩია სხვა გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვით, იქ არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ გვე­ლო­და. ჩვენ და­ვე­წი­ეთ ჯგუფს, ვუ­თხა­რით რე­ინ­ჯე­რის ნათ­ქვა­მი და ყვე­ლამ ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა. ყვე­ლა ერთი ტემ­პით ვერ მივ­დი­ო­დით, ამი­ტომ და­ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად. სა­მი­ვე ჯგუფს ჰყავ­და თითო მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. სო­ფიმ გზის დიდი ნა­წი­ლი გა­ი­ა­რა მე­სა­მე ჯგუფ­თან, თუმ­ცა იმის გამო რომ ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, და­წი­ნა­ურ­და და მე­ო­რე ჯგუ­ფის­კენ გა­ე­შუ­რა. ავე­დით... ნა­წილ­მა ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღეთ, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც პირ­ველ ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და შე­ვე­დით წყალ­ში და გავგრილ­დით (იქვე ბა­ნა­ობ­დნენ ტუ­რის­ტე­ბიც და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც, სა­ხი­ფა­თო არა­ფე­რი ჩან­და!). ამის შემ­დეგ ავე­დით დიდ ლოდ­ზე, დავ­სხე­დით და ვე­ლო­დე­ბო­დით და­ნარ­ჩენ ჯგუ­ფებს. ჩვენ ვხე­დავთ რო­გორ მო­დის ჯგუ­ფი და მოჰ­ყვე­ბათ უკან სოფი, რო­მე­ლიც ჩვე­ნამ­დე არ მო­სუ­ლა. სა­დაც ვის­ხე­დით იქი­დან ჩან­და(და­ახ­ლო­ე­ბით, 30 მეტრში), რო­გორ მო­იხ­სნა ჩან­თა, შე­ვი­და მუხ­ლე­ბამ­დე წყალ­ში (ამ დროს წყალ­ში არა­ვინ იყო). და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ წამ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. დაწ­ვა მუ­ცელ­ზე, ორ­ჯერ ხელი მო­იქ­ნია, ისე­თი სიღ­რმის წყალ­ში, რომ ხე­ლით ქვებ­საც კი ეხე­ბო­და. წა­მებ­ში სა­ხით ჩვენ­კენ შე­მოტ­რი­ალ­და, გვი­ყუ­რებ­და, გვი­ცი­ნო­და. ვერ აა­ნა­ლი­ზებ­და, რომ დი­ნე­ბას სამ­მეტ­რი­ან ჩანჩქე­რის­კენ მიჰ­ყავ­და, წა­მი­ე­რად ხელი მოჰ­კი­და ლოდს, თუმ­ცა თავი ვერ გა­ი­მაგ­რა და წყლის დიდ­მა ნა­კად­მა მო­რევ­ში ჩა­ით­რია. ტუ­რის­ტებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ დი­ნე­ბას არ­სად წა­უყ­ვა­ნია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვის ქვეშ უნდა ჩა­ეთ­რია მო­რევს, ამი­ტომ ტუ­რის­ტებს გა­მო­ვარ­თვით თოკი, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ი­ბა წა­მებ­ში და შე­ვარ­და მო­რევ­ში.
მა­საც ით­რევ­და წყა­ლი შიგ­ნით, უკან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ თო­კით. შემ­დეგ ეს თოკი მო­ი­ბეს ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა და შე­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ამა­ოდ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ­ხე­ლა გზა­ზე არ­ცერ­თი რე­ინ­ჯე­რის პოს­ტი არ იყო, არც SOS-ის ყუთი და იმის გამო რომ მო­ბი­ლუ­რი არ იჭერ­და, ოთხნი გა­ვი­ქე­ცით ავ­ტო­ბუ­სი­სა­კენ და გზა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით 112-ს. ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 14:50 სთ-ზე, დავ­რე­კეთ 15:30სთ-ზე, სა­მაშ­ვე­ლო მო­ვი­და 17:35სთ-ზე. ამის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლომ იგი­ვე მო­ი­მოქ­მე­და, რაც ჩვენ, მაგ­რამ ამა­ოდ.

ფოტოზე ადგილობრივი რეინჯერი შალვაა, რომელიც თავისი ძმაკაცის მიერ შარვალში ჩავლებით იყო დაზღვეული და გადაკიდებული იყო ამ საშინელ ადგილას და ნაჯახით ჭრიდა კუნძს, მანამდე კი ცალ-ცალი ფეხით ეჭირა ორ კაცს და ბენზოხერხით ჭრიდა, შემდეგ გაიჭედა ეს ხერხი ხეში, ეს ჩაძვრა და ცალი ხელით ამოიღო.
თბილისიდან ჩამოსული ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ ნათრევი (რომელსაც პირადად მე ვეხმარებოდი დაბრკოლებების გადალახვაში) მაშველის კოლეგებმა რომ ვერაფერი ქნეს, მყინთავმაც ჟანბადის ბალონითაც, ორთოკიანი დაზღვევით და სპეციალური თერმოტანსაცმლითაც რომ ვერაფერი შეამჩნია, გაბრაზებული შალვა უფორმოდ, ყველანაირი დაზღვევის გარეშე შეხტა ქვის ქვეშ. გაოცებულმა რომ ვკითხე ადგილოვრივს, ეს ნორმალური თუა-მეთქი, მიპასუხა რომ 25 წლის ბიჭის გადარჩენის ოპერაციისას 3 მაშველი გადაარჩინაო.
გავიდა 15 საათი, ვერაფერი უქნეს დინებას, მყინთავსაც ჟანგბადი გაუთავდა. შემდეგ შალვამ ჩაიცვა მყვინთავის ფორმა, უბალონოდ ძვრებოდა შიგნით, თოკებიც მოაბა და მერე გაიქცა. რომ ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, ბალონი უნდა ამოვიტანოო. ამოვიტანოო. 14 კილომეტრი იყო წინ და უკან.
შალვას და შალვასნაირი ადამიანების წყალობით როგორც იქნა გამოიყვანეს ცხედარი თითქმის 24 საათიანი წვალების შემდეგ. ადგილობრივებმა გამოიყვანეს. მათ გარეშე დღემდე არ გვეცოდინებოდა, იქ იყო თუ არა, გამოყვანაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. მაშველებმა ვერაფერი ქნეს საერთოდ, გარდა ცხედრის ჩამოსვენებისა.
დღეს დაკრძალვისას შალვა ჩამოსული ყოფილა. ოდესმე თუ რამე ძალაუფლება ან ქონება მქონდა, ამ სოფელში სათითაოდ ყველა მოსახლეს, დაწყებული შალვათი და დამთავრებული სასტუმროს მეპატრონე ცოლ-ქმრით და გაგრძელებული ალექსათი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ლაგოდეხში, გზებს გვასწავლიდა და ასვლაში გვეხმარებოდა და შემდეგ გამოყვანაში მიეხმარა, ოქროს ძეგლები უნდა დავუდგა.
ფილმში რომ მენახა მსგავსი სიტუაცია, ვიტყოდი, ეს ფენტეზის ჟანრსაც სცდება-მეთქი, მაგრამ აი ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა, არ ვუჯერებდი თვალებს რას აკეთებდნენ შალვა და შალვას მეგობრები.
скачать dle 12.0

Загрузка...
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკკლამა

პოპულალური

  • » მოაშორეთ თქვენი ბინძური ხელები ამ ბავშვისგან! 16 წლის დედას არ მოუკლავს თავისი 7 თვის ბავშვი! მკვლელი სულ სხვაა
  • » სასწრაფოდ 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გოგონას ვიდეო გავრცელდა
  • » კიდევ ერთი სასწაული მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ
  • » დღეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა.,მათ ერთმანეთი ძალიან ჰყვარებიათ. შავებში ჩაცმულ გოგონას დღეში სამჯერ აქო და ყვავილები საფლავზე დღეს.საფლავზე მისულმა თავი ჩამოიხრჩო .
  • » [ვიდეო] სასწრაფოდ რამოდენიმე წუთის წინ სააკაშვილი გალიდან ზუგდიდში შემოიპარა-რა ხდება ზუგდიდში?
  • » შვილის მოკვლის აღიარება "ქმრის გამწარების მიზნით მოვკალი შვილი"
  • » საზარელი ავარია რომელიც ამ წუთებში მოხდა! საზარელი კადრები :/ ბავშვება არ ნახოთ 18+
  • » სასწრაფოდ: 16 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამ წუთებში სკანდალური ფოტო ვრცელდება რას ყვება თვითმხილველი
  • » ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა მას სამშობიაროში გული გაუჩერდა
  • » ევა ბარბაქაძემ სკოლა დაამთავრა - შორენა ბეგაშვილი შვილის "ბოლო ზარის" ფოტოს აქვეყნებს